16

სექ

რა გინდათ რომ დაინახოს მომხმარებელმა საიტის გახსნისას

რა იბყრობს მომხმარებელის ყურადღებას საიტზე შესვლისას? რა თანმიმდევრობით ათვალიერებენ მომხმარებლები თქვენ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას? ამ საკითხის შესასწავლად ჩატარდა ბევრი ცდა. ქვემოთ იხილავთ 15 ყველაზე გამოსადეგ დასკვნას.

ქვემოთ მოცემული სურათი გვიჩვენებს სამ განსხვავებულ ვებ-გვერდს და იმ ნაწილებს რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად უყურებდნენ. წითელი ფერი განსაზღვრავს ადგილს, რომელზეც მომხმარებლის ყურადღება ყველაზე დიდხანს იყო მიბყრობილი, ყვითელი ფერით მონიშნულ ადგილს უფრო ნაკლებად უყურებდა მომხმარებელი, ლურჯად მონიშნულ ტერიტორიამ ყველაზე ნაკლებად მიიქცია ყურადღება, ხოლო ნაცრისფერისთვის საერთოდ არ შეუხედავს.

როგორც ხედავთ, რაც უფრო დაბლა სქროლავს მომხმარებელი გვერდს უფრო კარგავს ყურადღებას. ამიტომ ეცადეთ რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია განათავსოთ საიტის ზედა მხარეს.

იხილეთ 12 ფაქტი თუ როგორ ხედავს მომხმარებელი საიტს

  1. ტექსტი უფრო იზიდავს ყურადღებას ვიდრე სურათი.
  2. ადამიანები საიტის ნახვას იწყებენ ზედა მარცხენა კუთხიდან .
  3. მენიუ უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას საიტის ზედა ნაწილში.
  4. მომხმარებლები უფრო ხშირად უყურებენ მენიუს და ღილაკებს ვიდრე საიტის სხვა ნაწილებს.
  5. სათაურები იბყრობენ დიდ ყურადღებას.
  6. ჯობია მოკლე აბზაცებით წეროთ, ბევრი ადამიანი სრულად აიგნორებს გრძელ ტექსტს.
  7. დიდ აბზაცების წერას ჯობია გამოიყენოთ ჩამონათვალი(სია) .
  8. გადატვირთული ფონტებით დაწერილი ტექსტის კითხვა მომხმარებელს არ სიამოვნებს.
  9. დიდი სურათები უფრო მიმზიდველია ვიდრე პატარა.
  10. სარეკლამო ბანერები, რომლებიც ზედა მარცხენა კუთხეშია განლაგებული მეტ ყურადღებას იბყრობს .
  11. ასევე სარეკლამო ბანერები ყურადღების არეში ხვდება როცა განთავსებულია მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციასთან ახლოს .
  12. ცარიელი სივრცე საიტზე კარგია!