14

სექ

Microsoft Windows 10 - ის ახალ ვერსიაში ჩააშენებს Microsoft's Edge - ის სარეკლამო შეტყობინებებს

Microsoft მუშაობს შეტყობინებების შექმნაზე, რომლებიც გამოჩნდება მაშინ როდესაც მომხმარებელი Chrome ან Firefox ბრაუზერების დაყენებას გადაწყვეტს.

შეტყობინებები  გამოჩნდება Windows 10 - ში და შეახსენებს მომხმარებელს, რომ მას უკვე აქვს Microsoft's Edge ბრაუზერი დაინსტალირებული.

შეტყობინების ტექსტი ამტკიცებს, რომ Edge  არის ყველაზე სწრაფი და დაცული ბრაუზერი Windows 10 - სთვის.

საცდელ ვერსიად შეტყობინებები ჩაშენებულია Windows 10 - ის უკვე გამოშვებულ ვერსიებში.

Microsoft -ის განცხადების მიხედვით, Windows - ში ჩაშენებულია პროგრამები, რომელიც საშუალებას აძლევს Microsoft - ს გატესტოს სხვადასხვა პროგრამა და შეაგროვოს სტატისტიკა. ამ პროგრამების საშუალებით მომხმარებელთა მცირე რაოდენობაზე შეტყობინებები უკვე გაიტესტა.

Microsoft - ის მტკიცებით, შეტყობინებები ხელს არ უშლის არცერთ პროგრამას დაინსტალირებაში.

Microsoft წარსულში დაჯარიმდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის. მას გადახდილი აქვს მილიარდობით დოლარი იმისათვის, რომ არ აკეთებს საკმარისს იმისათვის რომ ხალხმა მიიღოს კონკურენტი ბრაუზერების შესახებ ინფორმაცია.

ამ შეტყობინებების ჩაშენება Windows 10 - ში იგეგმება ოქტომბერში.